02 ივლისი 2026,   02:57
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის გამო შეშფოთებულები არიან

ნატოს წევრი ქვეყნის, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტს ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ ახსენებს გაფრთხილებას, რომ რუსეთის საომარი მოქმედებები მომავალში მხოლოდ უკრაინის ტერიტორიით არ შემოიფარგლება.

პოლონეთში აფეთქების გამო საგანგებო სამიტი გამართეს კუნძულ ბალიზე შეკრებილმა “დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა. მომხდართან დაკავშირებით ჯო ბაიდენი, რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრნენ და პოლონეთის პრეზინდეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი - “ნატო აკვირდება ვითარებას; მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს” - წერს იენს სტოლტენბერგი.

შემთხვევას "შოკისმომგვრელი" უწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა - შარლ მიშელმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ და პოლონეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სლოვაკეთის, ლიეტუივის, ლატვიის და ესტონეთის პირველი პირებიც.

დღის ამბები