01 ივლისი 2026,   18:59
ვრცლად
უკრაინა ბელარუსის საზღვარზე კედელს აშენებს

უკრაინა ბელარუსის საზღვარზე კედელს აშენებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ თავის "ტელეგრამ" არხში დაწერა.

"თხრილი, მიწაყრილი, რკინაბეტონის ღობე მავთულხლართებით შემოვლებული, ეს არის საინჟინრო ბარიერები, რომლებიც შენდება ვოლინში.

ამრიგად, საზღვრის დაახლოებით 3 კმ უკვე აგებულია, მუშაობა გრძელდება. ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, მაგრამ სხვა დეტალებს არ გავამჟღავნებთ", - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი.

დღის ამბები