მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მოინახულა. მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, წევს და უჭირს გადაადგილება.
მიტროპოლიტი გამოსავალს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში ხედავს.
"ძალიან დასუსტებულია, ფერდაკარგულია. მე ვფიქრობ, რომ რაღაც პოლიტიკური თემაა ალბათ ეს და სავარაუდოდ ძნელია ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ბევრ რამესთან არის ალბათ დაკავშირებული, რა თქმა უნდა საუკეთესო იქნებოდა, რომ იგი სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრებულიყო," - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.