"საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა" - ანგარიში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წარადგინა. კვლევა ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემების ანალიზს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მკვეთრად გაიზარდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საფრთხის შემცველია.