მეტალურგის დღე ზესტაფონში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. თავდაპირველად მოქალაქეები და ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები გიორგი ნიკოლაძის სკვერში შეიკრიბნენ. მოეწყო გამწვანების აქციაც - ზესტაფონის მასშტაბით ჯამში 500 ძირი მცენარე დაირგო.
ღონისძიების მეორე ნაწილი ფეროშენადნობთა ქარხანაში გაიმართა. "ჯორჯიან მანგანეზის" მმართველმა გუნდმა მეტალურგებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ ჯილდოები გადასცა. გარდა ამისა, ქარხნის მეორე საამქროში საზეიმოდ გაიხსნა ექსპერიმენტული ღუმელიც.