01 ივლისი 2026,   09:10
ვრცლად
უკრაინელებმა სამხრეთით ოკუპანტების დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატის სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის 3 საწყობი გაანადგურეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ჯარმა სუმის ოლქში საზღვრის გასწვრივ 203 ჭურვი და ნაღმი გაისროლა, დაღუპულია 1 ადამიანი. თავდასხმების გამო ტერიტორიაზე შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები მასობრივად ანადგურებენ კერძო ნავებს ხერსონის ოლქში, დნეპრის ნაპირებზე. ქალაქ ბერისლავის მცხოვრებლებს კი 10 ნოემბრამდე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია ევროკავშირს უკრაინისთვის თვეში 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დახმარების საერთო მოცულობა 18 მილიარდ ევრომდე იქნება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვაში 2023 წლისთვის.

დღის ამბები