თელავი ერეკლეობისთვის ემზადება- 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადებიდან 302 წლისთავს აღნიშნავენ. ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ეწყობა თემატური პავილიონები.
დღის განმავლობაში ასევე დამონტაჟდება სცენა და დეკორაციები. ორგანიზატორები სტუმრებს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს ჰპირდებიან, მათ შორის გაიმართება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-ისტორიული კონფერენცია სახელწოდებით "მეფე ერეკლეს ეპოქა". თელავის ისტორიული მუზეუმი კი გამოფენას " ერეკლე მეორე- საქართველოს უკანასკნელი ლომი" და ორენოვანი კატალოგის "ერეკლე II- ის" პრეზენტაციას უმასპინძლებს. დღის ბოლოს საპატიო თელაველებს დაასახელებენ. საღამო კონცერტით დასრულდება.