04 ოქტომბერი 2026,   21:39
ვრცლად
თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლი გრძელდება

თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლი გრძელდება. ტურნეს ფარგლებში, დასმა გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლის "იმერული რეკვიემის" პრემიერა გამართა.

რეჟისორ ვასო ჩიგოგიძის ტრაგიკომედიაში მოქმედება ფსიქიატრიულ კლინიკაში ვითარდება, რომლის ბინადრები კლინიკის მიმდებარედ განძს ეძებენ. ოზურგეთის თეატრის მსახიობები სპექტაკლებს რუსთავსა და გორშიც ითამაშებენ.

დღის ამბები