01 ივლისი 2026,   10:23
ვრცლად
ენტორი ბლინკენის განცხადებით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეხვედრაზე უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება

დიდი შვიდეული ზამთრის სამზადისს იწყებს, ამოცანა კი უკრაინის გვერდში დგომაა. 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმ ქვეყნების დახმარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, სასურსათო კრიზისს განიცდიან.

უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა ენტონი ბლინკენმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეხვედრაზე უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

"ერთად ვმუშაობთ სანქციების დაწესებაზე მათთვის, ვინც მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინის ომს. ეს ეხება ირანს, რომლის საბრძოლო დრონები კლავენ უკრაინელ სამოქალაქო პირებს და ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და რომლის პერსონალი ყირიმში ეხმარება რუსეთს ამ სასტიკი თავდასხმების განხორციელებაში. დიდი შვიდეული ასევე უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინას, რადგან პრეზიდენტი პუტინი ცდილობს აანაზღაუროს რუსეთის მარცხი ბრძოლის ველზე იმ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებით, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინელებს სითბოთი, წყლით და ელექტროენერგიით. დიდ შვიდეულთან ერთად, მსოფლიოს ქვეყნები მკაფიოდ ამბობენ, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფული იქნება პრეზიდენტ პუტინისთვის და რუსეთისთვის," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

დღის ამბები