მალაიზიის მთავრობამ ტერმინი "ლგბტ" "ნორმიდან გადახრილი კულტურით" ჩაანაცვლა, რათა თავიდან აიცილოს მისი ნორმალიზება და შეზღუდოს სოციალურ მედიაში ჰომოსექსუალური კონტენტის გავრცელება, - ამის შესდახებ The Noticer-ი წერს.
მუსლიმური უმრავლესობის მქონე ამ ქვეყანაში ერთსქესიანი სექსუალური კავშირი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გარდა ამისა, მალაიზიაში მოქმედებს სამართლებრივი სისტემა, რომელიც ერთი შტატის გარდა, ყველა დანარჩენში გეი და ლესბოსურ სექსუალურ კავშირს მუსლიმებისთვის კანონგარეშედ აცხადებს.
დასახელება "ლგბტ" - დისტანცირების შესახებ პარლამენტში თებერვალში განაცხადა მარჰამა როსლიმ, პრემიერ-მინისტრის აპარატის მინისტრის მოადგილემ (რელიგიურ საქმეებში). მან აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ამის ნაცვლად უნდა დაიწყოს ტერმინ "budaya songsang"-ის ("ნორმიდან გადახრილი კულტურა") გამოყენება.
ზედა პალატაში სენატორმა ჰუსინ ისმაილმა ქალბატონ როსლის ჰკითხა, თუ როგორ აკონტროლებდა მთავრობა დახურულ ღონისძიებებს, რომლებიც "გადახრილ ელემენტებს" შეიცავდა, მას შემდეგ, რაც იანვარში პრო-ჰომოსექსუალური ჯგუფის მიერ დაგეგმილმა შეკრებამ "Glamping with Pride" აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
"თანმიმდევრული ტერმინოლოგიის უზრუნველსაყოფად და ზეპირმეტყველებასა თუ დამწერლობაში ნებისმიერი სახის ნორმალიზების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, რომ ტერმინი ლგბტ აღარ იქნას გამოყენებული და დღეიდან მას მოვიხსენიებდეთ როგორც "ნორმიდან გადახრილ კულტურას", - უპასუხა როსლიმ.
"რაც უფრო ხშირად წარმოვთქვამთ, ვწერთ ან ვახსენებთ [ტერმინ "ლგბტ"-ს], მით უფრო მეტი მასთან დაკავშირებული კონტენტი გამოჩნდება. ჩვენ თვითონვე, გაუცნობიერებლად ვუწყობთ ხელს ამ კულტურის პოპულარიზაციას".
მალაიზიის ხელისუფლებამ ჰომოსექსუალური ღონისძიებების წინააღმდეგ ზომების გატარებაც დაიწყო. მაისის ბოლოს, კუალა-ლუმპურში გამართულ სავარაუდო "გეი წვეულებაზე" ჩატარებული რეიდების სერიის შედეგად, სამართალდამცავებმა 51 მამაკაცი დააკავეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებით მიმდინარეობდა.
დაკავებულებიდან 28 უცხოელი იყო, ხოლო 36-ს ნარკოტიკულ თრობაზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. რეიდების დროს ამოღებულია 26,000 აშშ დოლარის ღირებულების კეტამინი, MDMA და ექსტაზი.