აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, სომხეთი ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. მათი ინფორმაციით, გამთენიისას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ისროლეს. ბაქოში აცხადებენ, რომ საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „რეაგირების ადეკვატური ზომები“ მიიღეს.
ფაქტს ერევანში უარყოფენ და აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ, ასევე ამბობენ, რომ საზღვარზე ვითარება სტაბილურია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე პრემიერები შეხვდნენ, შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ მუშაობა საზღვართან დაკავშირებულ პრობლემებზე.