საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს.
სწავლება საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ხანძრის ქრობის სიმულაციის დროს, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის" თანამშრომლებს უშუალოდ მოუწიათ ევაკუაციის პროცედურებში ჩართვა.