ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება 3 დღეს გაგრძელდება. გახსნით ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი ესწრება. კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება და მასში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
"ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის და ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონეა. შესაბამისად, განახლებადი ენერგიების სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართულების წახალისება მთავარი პრიორიტეტია. ასეთი კონფერენცია, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება, რომ ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.