02 ივლისი 2026,   20:36
ვრცლად
მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია - კიევში სიგნალი 06:26 საათიდან გრძელდება

მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი 06:26 საათიდან გრძელდება.

ყველაზე ბოლოს საჰაერო განგაში იმიერკარპატების ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადდა. რუსული ძალები იერიშებს განაგრძობენ. საჰაერო იერიშები ხორციელდება კიევის ოლქის, ხარკოვისა და ჟიტომირის მიმართულებით.

ოფიციალური უკრაინის ინფორმაციით, სუმის ოლქზე, ერთი დღის განმავლობაში სარაკეტო თავდასხმა 300-ჯერ მოხდა, დაიღუპა 5 ადამიანი დაშავდა 14.

კიევში, უკრაინელი აქტივისტები ირანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს რუსეთისთვის ირანული კამიკაძე დრონების მიყიდვა, რომლითაც რუსულმა ძალებმა გუშინ თავდასხმა განახორციელეს უკრაინის დედაქალაქზე.

დღის ამბები