05 ივლისი 2026,   09:10
ვრცლად
უგანდაში ებოლას ეპიდემიას ებრძვიან - მედია დაღუპულთა და ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

უგანდას 2 ოლქში სამკვირიანი ლოქდაუნი გამოცხადდა - ქვეყანაში ებოლას ეპიდემიას ებრძვიან. ვირუსის ბოლო ტალღას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაიხურა ბარები, ღამის კლუბები და გასართობი დაწესებულებები. შეზღუდულია სატრანსპორტო გადაადგილება. გამოცხადდა კომენდანტის საათი.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა და ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტი იყოს. ქვეყნის პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.


დღის ამბები