08 ოქტომბერი 2026,   21:14
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი თურქეთში ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

"ძვირფასი მეგობარო და კოლეგა, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბართინის პროვინციაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობთ მათთვის, ვინც უბედური შემთხვევის დროს ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები დაკარგეს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები