03 ივლისი 2026,   00:37
ვრცლად
თურქეთში მაღაროში აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

28 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად. ნანგრევების ქვეშ რჩება ათობით მაღაროელი და მათ გადასარჩენად 150-მდე მაშველი სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ამ წუთებშიც ახორციელებს.

58 გადარჩენილიდან კი 11 მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. შემთხვევა ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში მოხდა. აფეთქების დროს, ადგილზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. უცნობია თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი.

დღის ამბები