10 ოქტომბერი 2026,   03:47
ვრცლად
პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სამართალდამრღვევ ზურაბ ზურაბიშვილს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ნიკოლოზ სურმავას საქმე, რომელმაც ნანა ტარტარაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე პროცესი გადაიდო.

ყვარლის სასამართლომ კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა ზურაბ ზურაბიშვილს, რომელმაც შეურაცხყოფა ქეთევან ქაშაკაშვილს მიაყენა.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ანდრო გურული აცხადებს, რომ ზურაბ ზურაბიშვილმა სამართალდარღვევა აღიარა და მოინანია.

"ყვარლის სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე ზურაბ ზურაბიშვილის მიმართ. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პიროვნებას. აღნიშნულ სხდომაზე მან სამართალდარღვევა აღიარა და მოინანია. იგი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა," - აცხადებს გურული.

დღის ამბები