გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების მასშტაბური ინსპექტირება განახორციელა. თბილისსა და რეგიონებში, პარკების მწარმოებელი 28 ობიექტიდან 9 საწარმოში, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
დალუქულია დაახლოებით მილიონ 300 ათასზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი. შეგახსენებთ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებამ მასშტაბური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა .