ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ოფიციალურმა ფხენიანმა ეს მას შემდეგ განახორციელა, რაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა საზღვაო წვრთნების ბოლო რაუნდი დაასრულეს . სამხრეთ კორეამ აღნიშნული ნაბიჯი დაგმო და მას "სერიოზული პროვოკაცია" უწოდა.
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, ბოლო სარაკეტო გამოცდა "სამართლიანი რეაქცია" იყო მისი კონკურენტების სამხედრო წვრთნებზე. როგორც ცნობილია ეს უკვე ბოლო 2 კვირაში ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გამოცდის მე-7 შემთხვევაა.