ტაილანდში საბავშვო ბაღში, ცეცხლის გახსნის შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელია, სამართალდამცველები მის დაკავებას ცდილობენ.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან როგორც ზრდასრულები, ასევე, ბავშვები.
შეიარაღებული პირი ბავშვებს თავს დაესხა დანით, ასევე, მათი მიმართულებით გახსნა ცეცხლი. თავდასხმის მიზეზი უცნობია.