28 ნოემბერი 2022,   21:48
ვრცლად
პარლამენტში ლევან დავითაშვილს ელოდებიან - რა კითხვები აქვს ოპოზიციას მინისტრთან

დღეს პარლამენტში ლევან დავითაშვილს ელოდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში წარდგება. წლიური ანგარიშის წარმოადგენს შემდეგ, რეგლამენტი კითხვა-პასუხს ითვალისწინებს. ოპოზიციას ვიცე-პრემიერისგან არაერთი საკითხი აინტერესებს.

"რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი არის ის, რაც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ადამიანების შემოსავლები არ იზრდება, პირიქით, ხშირ შემთხვევაში, იკლებს, მაგრამ იმ შემოსავლითაც, რასაც იღებენ, უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას ახერხებენ. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ძირითად პროდუქტთან მიმართებაში არის ძალიან მაღალი ინფლაცია, ადამიანები ღარიბდებიან და შემოსავალი არ იმატებს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 

უმრავლესობა აცხადებს, რომ საქართველოს დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლები დაადასტურეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. მათი მთავარი კითხვაც ეკონომიკის მინისტრის მიმართ, ამ ზრდის შენარჩუნების შესაძლებლობას შეეხება. შეკითხვები იქნება მომავალი წლის გამოწვევებზეც.

დღის ამბები