05 ივლისი 2026,   08:15
ვრცლად
კანადა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების გამო სანქციებს უწესებს

კანადა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების გამო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯასტინ ტრუდოს თანახმად, კანადა არასდროს აღიარებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიზანიც უკრაინის ტერიტორიების ანექსიაა.

"ჩვენ ვგეგმავთ ახალი სანქციების დაწესებას კერძო პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც კავშირში არიან ე.წ. რეფერენდუმებთან და ეკისრებათ პასუხიმგებლობა უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრაზე," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები