06 დეკემბერი 2022,   08:03
ვრცლად
ენგურის ხიდის მიმდებარედ, აფხაზეთში ქართველების გენოციდის შესახებ ფილმი სახელწოდებით "რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო-ს" ჩვენება გაიმართა

სოფელ რუხში ენგურის ხიდის მიმდებარედ აფხაზეთში ქართველების გენოციდის შესახებ ფილმი სახელწოდებით "რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო" აჩვენეს. ფილმში მონათხრობია ის დანაშაულები, რომლებიც რუსეთმა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის განხორციელებისას ჩაიდინა. ჩვენებას ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, პარტიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

"დღევანდელი დღე, ალბათ, არის ყველაზე მძიმე დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ოღონდ ჩვენთვის, გარდა მორალური ვალდებულებისა, რომ ეს დღე გვახსოვდეს და გვახსოვდეს ის მსხვერპლი, რაც საქართველომ გაიღო, როდესაც რუსეთმა დააორგანიზა გენოციდი ქართველების. ამას მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ რწმენის გარშემო, რომ ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება ვინ არის ჩვენი მტერი დღეს," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.​

დღის ამბები