23 სექტემბერი 2026,   21:11
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. 

 

დღის ამბები