ომის 213-ე და ე.წ რეფერენდუმის მეორე დღე. რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში, უკანონო არჩევნები გრძელდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, აქტივობა გაზრდილია და ადგილობრივი მოსახლეობა, ე.წ რეფერენდუმს მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ესწრება.
პარალელურად კი უკრაინაში აცხადებენ, რომ უკანონო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა ძალიან დაბალია, რის გამოც მოსახლეობას სახლში რუსი სამხედროების თანხლებით აკითხავენ.