03 ივლისი 2026,   14:21
ვრცლად
ელიტას ვინც წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა - ლაშა ფარულავა

თინა ბოკუჩავას აღიარება 2 წლის შემდეგ - ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თავად ჰყვება, როგორ მოატყუა პარტიამ საკუთარი ამომრჩეველი.

უფრო კონკრეტულად კი, ბოკუჩავას განმარტებით, ხაბეიშვილის ჩანაცვლების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა - არამედ იყო ის, რომ ხაბეიშვილის პერსონალური ფაქტორი სხვებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ბოკუჩავას აღიარებას გამოეხმაურნენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ეს პროცესი იყო იმ საბოტაჟის გაგრძელება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" დაიწყეს ლევან ხაბეიშვილისა და იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს.

"თუ ვსაუბრობთ კეთილსინდისიერებაზე, გამჭვირვალეობასა და გულწრფელობაზე, ეს ნამდვილად ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, თუ ვინმეს არ აქვს, ეს მისი პრობლემაა და ამცირებს მის პოლიტიკურ რესურსებს.

ელიტას ვინც წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა. ამასთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ რეალური მიზეზი იყო ის, რომ ვიღაცები ფეხებს აბაკუნებდნენ.

ეს იყო იმ საბოტაჟის გაგრძელება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" დაიწყეს ლევან ხაბეიშვილისა და იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები