საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური, ორთვიანი პროფესიული კურსი გაიარეს.
პროგრამა სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურეებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის პროცესში დრონების ოპერირება დაევალებათ.
სპეციალური კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.