05 ივლისი 2026,   04:13
ვრცლად
ოკუპირებულ დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო

ოკუპირებულ დონეცკსა და ლუჰანსკში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობას მხოლოდ ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა - უჭერენ თუ არა მხარს რუსეთის შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტის სახით შესვლას. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი სამი კითხვა იქნება დასმული - "გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?".

ე.წ. რეფერენდუმი 27 სექტემბერამდე გაგრძელდება. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. "საარჩევნო უბნები" რუსეთშიც გაიხსნება, რადგან დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი იქ იმყოფება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით მოჩვენებითი რეფერენდუმითა და სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებით, რუსეთი საკუთარი ხელით მარხავს მოლაპარაკების ყოველგვარ პერსპექტივას. 

დღის ამბები