05 ივლისი 2026,   04:14
ვრცლად
ირანელი ქალები პროტესტის ნიშნად ჰიჯაბებსა და ირანის სულიერი ლიდერის, აია თოლა ალი ხამენეის სურათებს წვავენ

საპროტესტო ტალღამ თითქმის მთელი ირანი მოიცვა. ინფორმაციის გავრცელების გართულების მიზნით ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა. ბოლო ცნობებით ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე მომხდარ შეტაკებებს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ასობით მოქალაქე.

ირანელი სპეცრაზმელები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ხელკეტებს და ცრემლსადენ გაზს იყენებენ. მასშტაბური აქციები ქვეყანაში 22 წლის მასა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც მორალის პოლიციამ სცემა. ირანელი ქალები პროტესტის ნიშნად ჰიჯაბებსა და ირანის სულიერი ლიდერის, აია თოლა ალი ხამენეის სურათებს წვავენ.

დღის ამბები