30 იანვარი 2023,   09:11
ვრცლად
მთავარი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კარი ღიაა - მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსტან დაკავშირებით კარი ღიაა.

"ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი არის ის რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კარი ღიაა. ეს საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარაა, რომელიც მოპოვებულია უკრაინელი ხალხის სისხლითა და ტანჯვით. ნუ გაფლანგავთ. ევროპარლამენტი მხარს დაგიჭერთ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე," - წერს მარინა კალიურანდი ტვიტერზე.

დღის ამბები