03 ივლისი 2026,   15:16
ვრცლად
რა ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - ურთიერთბრალდებები გრძელდება

კვლავ დაძაბული ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიაზე. მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ფრონტის ხაზზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე შვიდ ნახევარი კილომეტრის სიღრმეზე შეაღწია.

გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ოფიციალური ბაქო და სომხურ მხარეს მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული დარჩეს.

დღის ამბები