16 სექტემბერი 2026,   19:45
ვრცლად
"მიზანია როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინება" - პაატა კვიჟინაძე საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტიაზე

საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებზე ამნისტია ცხადდება. ჯარიმის ჩამოსაწერად დამსაქმებელმა საპენსიო დავალიანება და საურავი წლის ბოლომდე უნდა დაფაროს. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით დღეს მიიღებს.

ინიციატივა 13 500-ს დამსაქმებელს შეეხება. ჯამში საუბარია დაახლოებით 43 მილიონ ლარზე. საპენსიო შენატანების ეტაპობრივი გადახდის ვადა 18 თვემდეა.

"მიზანი არის, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინება, რაც გამოიხატება იმაში, რომ დასაქმებულები გარანტირებულად მიიღებენ მაქსიმალურად გარანტირებულად თავიანთ საპენსიო შენატანს. მცირდება ჯარიმები, იქმნება დავების კომისია, სადაც საშუალება ექნებათ, თუ აქ სააგენტოსთან რაიმე სადავო ეს საკუთხები გადაწყვიტონ. ხდება ჯარიმის, თუ ასეთი რამე მოხდება, განწილადება 18 თვეზე, ასეთი საშუალება მიეცემათ და, რაც მთავარია, რასაც ითხოვდნენ შეტყობინების სისტემა შემოდის," - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.

 

დღის ამბები