16 სექტემბერი 2026,   18:05
ვრცლად
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბანგლადეშის, ყირგიზეთის, ეთიოპიის, იორდანიის, შრი-ლანკის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 78 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები