24 ნოემბერი 2026,   12:13
ვრცლად
ინგოროყვას კლინიკის ექიმი 3 წლის თაიაზე: კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - დინამიკაში მკვეთრად გაუმჯობესებული

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილ დედა-შვილს, ნინო ჭელიძეს და 7 წლის გოგონას დღეს დაკრძალავენ.

რაც შეეხება დაშავებულებს, ინგოროყვას კლინიკიდან 11 წლის ბიჭი უკვე გაწერეს, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 3 წლის თაია.

"მკურნალობას აგრძელებს მხოლოდ ერთი პაციენტი. ეს არის 3 წლის გოგონა, თაია. მისი კლინიკური მდგომარეობა, ლაბორატორიული ანალიზების შეფასების შედეგად მიღებული შედეგები არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში მკვეთრად გაუმჯობესებული. დღეს ჩატარდება ისევ განმეორებითი კვლევები და ექიმთა მრავალპროფილური გუნდის მიერ გადაწყდება პაციენტის კლინიკიდან გაწერის საკითხი. რაც შეეხება 11 წლის ვაჟს, მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, კლინიკურად მკვეთრად გაუმჯობესებული, გუშინ მოხდა კლინიკიდან ექიმთა გუნდის შეფასების საფუძველზე მისი გაწერა", - განაცხადა ექიმმა ქეთი ბარაბაძემ.

კრიტიკულია 31-წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დღის ამბები