ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა ამ ეტაპზე შეწყვეტილია, თუმცა ვითარება კრიტიკული რჩება. ინფორმაციას ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ადამიანი დაიღუპა, 87 კი დაშავდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტის ზონიდან 136 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუირებულია.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 16 სექტემბერს მიაღწიეს.