03 ივლისი 2026,   14:05
ვრცლად
მელიტოპოლის მერი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ქალაქში რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიწვა

ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში, რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიწვა. ინფორმაციას მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.

მისი ცნობით, 18 სექტემბრის ღამით, რუსი სამხედროების ბაზა მოლოჩნი ლიმანის რაიონში დაიწვა.

"დაუშვებელ ადგილებში დამპყრობლების მოწევის შედეგები მოქმედებაში. იმდენად მძლავრად ეწევიან, რომ ჯერ კიდევ კვამლი ასდის,"- წერს მელიტოპოლის მერი ტელეგრამ-არხში.

დღის ამბები