05 ივლისი 2026,   04:35
ვრცლად
აშშ-მა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა. ბაიდენის განკარგულებით, უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა.

პაკეტში შედის "ჰაიმარსის" ტიპის სარაკეტო სისტემები, ღამის ხედვის აღჭურვილობა, ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო საშუალებები, საარტილერიო ჭურვები და სხვა ტექნიკა. დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინის სამხედროების სწავლებასაც.

დღის ამბები