05 ივლისი 2026,   04:35
ვრცლად
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ უნგრეთი გადაიქცა "საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად"

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ უნგრეთი აღარ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილ დემოკრატიად. დოკუმენტს კენჭისყრაზე დამსწრე დეპუტატების 81%-მა დაუჭირა მხარი.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნგრეთი გადაიქცა "საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად", რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრას პრაქტიკული გავლენა არ აქვს, ის აძლიერებს ზეწოლას ბრიუსელზე, რომ მილიარდობით თანხა არ დახარჯონ უნგრეთზე.

დღის ამბები