უკრაინულმა ძალებმა სწრაფი კონტრშეტევით, ხარკივის ოლქის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, რუსეთს დიდი ოპერაციული მარცხი მიაყენეს- ამის შესახებ "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშია ნათქვამი.
ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინის წარმატება განაპირობა ოპერაციის კარგად დაგეგვმამ და აღსრულებამ, რომელიც მოიცავდა ძალისხმევას, მაქსიმალურად გაზრდილიყო დასავლური იარაღის სისტემების ეფექტი.
ამასთან, "ომის შემსწავლელ ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ მიმდინარე კონტრშეტევა ომს არ დაასრულებს. უკრაინას მოუწევს შემდგომი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების დასასრულებლად.
"ომი სავარაუდოდ 2023 წლამდე გაგრძელდება", - აცხადებენ "ომის შემსწავლელ ინსტიტუტში".