რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია.
როგორც ვლადიმერ პუტინი ამბობს, იგი ცდილობს იმ საომარი მოქმედებების დასრულება, რომელიც 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო- ამის შესახებ პუტინმა "აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე" განაცხადა.
ამასთან, პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია სარკისებური პასუხია იმაზე, რაც იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა.
"ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის კუთხით შემიძლია, ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: სამხედრო ოპერაციების კუთხით არაფერი დაგვიწყია, მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ვისაც არ სურდა ნორმალური, მშვიდობიანი განვითარება და ცდილობდა საკუთარი ხალხის დათრგუნვას,"- აცხადებს პუტინი.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მათი ყველა მოქმედება მიმართულია დომბაში მცხოვრებლების დასახმარებლად.
"ჩვენ ეს განზრახ გავაკეთეთ, ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ბოლომდე შევასრულებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.