29 იანვარი 2023,   16:58
ვრცლად
მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი, ამას ნამდვილად სჭირდება გლობალური სამართლებრივი პასუხი - ვოლოდიმირ ზელენსკი

"მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი. ამას ნამდვილად სჭირდება გლობალური სამართლებრივი პასუხი. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში",-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვაში ისაუბრა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ბოლო 24 საათში კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსოფლიოში არავინ დებს ტერორიზმში იმხელა ინვესტიციას, რამდენსაც რუსეთი.

"დღის მხოლოდ პირველ ნახევარში, მხოლოდ კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. რუსეთის არმიამ კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელა. გრძელდება იერიშები ნიკოლაევზე, დონბასზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი დღე უკრაინაში, დღევანდელი დღე ან ნებისმიერი სხვა დღე, 24 თებერვლის შემდეგ და ნახოთ, რომ მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი. ამას ნამდვილად სჭირდება გლობალური სამართლებრივი პასუხი. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში",- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა "ბალენსიაგას" კრეატიულ დირექტორ დემნა გვასალიაზე ისაუბრა. მისი თქმით, იგი გახარებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინის აღდგენის მიმართულებით შექმნილი პლატფორმის ელჩი დემნა გვასალია გახდა.

"მან მითხრა, რომ United24 ის ელჩობა მის პირად ისტორიასთანაა დაკავშირებული, რადგან მან დევნილობის ტრავმა გადაიტანა", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები