შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდა. წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.
შენობების მედეგობა, კონსტრუქციული სიმტკიცე, სახანძრო უსაფრთხოება, საევაკუაციო გზები და გასასვლელები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ახალი რეგლამენტი არეგულირებს.
შეხვედრას სხვადასხვა კერძო კომპანიის 120-მდე შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელი ესწრებოდა.