პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეუთოს მიმართ ნდობის დაკარგვის გამოხატულებაა.
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ისეთი ერთ დროს ავტორიტეტული სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ეუთო არის, კარგავს ნდობას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებაც და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ნდობის დაკარგვის, ასე ვთქვათ, გამოხატულებაა. ჩვენ ჩვენს მაგალითზე გვახსოვს, როდესაც ეუთომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დადებითი დასკვნა დადო, მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო გაეძლო პოლიტიკური ზეწოლისათვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მათივე დასკვნით იყო კარგი არჩევნები, ეს დაეცვა. ამიტომ, ის გახდა დღეს, სამწუხაროდ, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის მხრიდანაც უგულებელყოფის ობიექტი", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.