თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე - "ერეკლეობა" აღინიშნება. წელს, მეფე ერეკლეს დაბადებიდან 306 წელი შესრულდა.
ტრადიციულად, აბბა ალავერდელმა მეუფე დავითმა წირვა და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლინა.
მთავარ მოედანზე და ბატონის ციხის მიმდებარედ მოწყობილია ღვინის ხეივანი, ეთნო სახლი, კალიგრაფიის კუთხე, ფოტოზონა, მხატვრების ფანჩატური, სოფლის ნობათი, ხელნაკეთი ნაწარმი, გამოფენები და კულინარიული სივრცე. სასახლის ეზოში დამონტაჟებულია სცენა სადაც საღამოს საპატიო "თელაველი 2026-ის" საზეიმო დაჯილდოების ცერემონია და გალა-კონცერტი გაიმართება.