29 სექტემბერი 2026,   21:59
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს შალვა ნათელაშვილის სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს შალვა ნათელაშვილის სარჩელს განიხილავს.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი პარლამენტის იმ დადგენილების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლითაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება.

ნათელაშვილის განცხადებით, ეს არის მმართველი გუნდის და ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ ქვეყანაში აკრძალოს "ლეიბორისტული" პარტია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა კი პარტიის დაფინანსების შეწყვეტას ნიშნავს, ასევე პარტიას არ ეყოლებათ წარმომადგენელი საარჩევნო ადმინისტრაციაში.

დღის ამბები