გასული წლის წლიური ანგარიშით წარსდგება დღეს დეპუტატების წინაშე ეროვნული ბანკის პრეზინდეტი. კობა გვენეტაძეს ამჯერად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.
მთავარი შეკითხვები როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგნენლებს ლარის ინფლაციის შესახებ ექნებათ. კანონმდებლები ინტერესდებიან არსებული საფრთხეების გათვალისწინებით რას უნდა ელოდოს ქვეყანა უახლოეს მომავალში და რა სტრატეგია აქვს ეროვნულ ბანკს შემუშავებული.