31 მარტი 2023,   09:47
ვრცლად
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით გამართული გოგონების საზაფხულო ბანაკი დასრულდა

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით გამართული გოგონების საზაფხულო ბანაკი დასრულდა. მონაწილეებმა მოისმინეს ტრენინგი ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ამ პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. პროექტში ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან 17 გოგონა მონაწილეობდა.

ბანაკის მუშაობა ქალთა სამეწარმეო და ეკონომიკური გაძლიერების ფარგლებში წარიმართა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქალთა უფლებების პრინციპებზე ხელმომწერი ორგანიზაციები და კომპანიები.

დღის ამბები