04 თებერვალი 2023,   06:18
ვრცლად
გენო პეტრიაშვილი ტუნისის სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ფალავანი გენო პეტრიაშვილი, ტუნისში გამართული სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა. პეტრიაშვილი აფრიკაში ფავორიტის რანგში ჩავიდა და კვარცხლ-ბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლაც მოახერხა.

გენომ საწყის რაუნდებში ინდოელი და ამერიკელი მოჭიდავეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ყაზახ მეტოქეს 12:2 სძლია. ფინალში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ამერიკელი მოწინააღმდეგის ნიკოლას ზილმერს პირისპირ და 8:4 მოუგო.

დღის ამბები