27 იანვარი 2023,   22:30
ვრცლად
მთის კვირეულის ფარგლებში ყაზბეგში ხინკლის ფესტუვალი და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება

მთის კვირეულის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ყაზბეგი მასპინძლობს ყველას, ვისაც ხინკალი უყვარს. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება.

ზეიმი კი უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის, ყაზბეგში მთელი დღის განმვლობაში მიმდინარეობს კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება. ​ელიის ტყის მიმდებარედ მოსულ სტუმრებს ოჯახური ტრადიციებით დამზადებული ნამდვილი მთიულური ხინკლისა და ადგილზე მოხარშული ცოცხალი ლუდის დაგემოვნება, მთის ხინკლის ისტორიის გაცნობა, ხინკლის სწორედ მოხვევაში დახელოვნება, ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებზე დასწრება შეუძლიათ.

დღის ამბები